Accessibility links

აშშ-ის ელჩი შეხვდა კახა კალაძეს


თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - იუწყება თბილისის მერია.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სად და რაში შეიძლება დაგვეხმარონ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის როლს, სწორ და დროულად გადადგმულ ნაბიჯებს, რაზეც ქალაბტონმა ელჩმა მადლობა გადაგვიხადა“, - თქვა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG