Accessibility links

WHO: პანდემია კვლავ აქსელერაციას განიცდის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ პანდემია "კვლავ აქსელერაციას განიცდის" და მისი შედეგები ათწლეულების განმავლობაში იქნება საგრძნობი - მას შემდეგ, რაც მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურად ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.

COVID-19-მა - დაავადებამ, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს - იმსხვერპლა 469,000-მდე ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 9 მილიონია, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ამჟამად ვირუსი მძვინვარებს ამერიკასა და აზიის ნაწილებში, თუმცა ევროპამ შემზღუდავი ზომების შემსუბუქება დაიწყო.

WHO-მა 22 ივნისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს გლობალურად აღინიშნა ინფიცირების 183,020 შემთხვევა და აქედან ნახევარზე მეტი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის. ორგანიზაციის თანახმად, ყველაზე მეტი, 54,771 ახალი შემთხვევა იყო ბრაზილიაში, რომელსაც 36,617 შემთხვევით მოსდევს აშშ. ინდოეთში ამ დღეს ინფიცირების 15,400-ზე მეტი შემთხვევა იყო.

WHO-ის თანახმად, ყველაზე დიდი მსხვერპლი კორონავირუსს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში მოჰყვა - 219,000 ადამიანზე მეტი. მას მოსდევს ევროპა, 193,000-ზე მეტი ადამიანით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG