Accessibility links

ხაზარაძე ადასტურებს გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებას


პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჭიათურაში რეგიონული ოფისის გახსნისას დაადასტურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება.

„ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს გამოიღებს, ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას.

ამ ეტაპზე სიებისა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, რადგან ვაჯერებთ ჩვენს ხედვებს და სამოქმედო გეგმას. ასევე ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარიც. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობით ვართ დაკავებულები“, - მამუკა ხაზარაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხსნის ოფისებს, „რათა ყველამ იცოდეს, ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა გაჭირვებაში მყოფი ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და მათ ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG