Accessibility links

რუსეთში დააპატიმრეს პოლიციის ხელმძღვანელი, უკრაინისთვის ჯაშუშობის ეჭვით


რუსეთის დასავლეთის რეგიონ კურსკში პოლიციის ხელმძღვანელი დააპატიმრეს, უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე.

მოსკოვის ლეფორტოვოს ოლქის სასამართლომ 22 ივნისს გამოაცხადა, რომ კურსკის ზოლოტუხას ოლქის პოლიციის ხელმძღვანელი, დმიტრი ბორზენკოვი, გასულ შაბათ-კვირას წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს, 18 აგვისტომდე.

როგორც უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 22 ივნისს განაცხადა, 1981 წელს დაბადებული პოლკოვნიკი ბორზენკოვი ეჭვმიტანილია გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკრაინისთვის გადაცემასა და უკრაინის უშიშროებისთვის მუშაობაში.

კურსკის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბორზენკოვი, რომელიც იქ აპრილის შუა პერიოდიდან მუშაობს, სამსახურიდან გათავისუფლდება.

კურსკის რეგიონი ესაზღვრება უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე სუმის რეგიონს.

რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირები დაძაბულია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსირება მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში პრომოსკოვურად განწყობილ სეპარატისტებს დაუჭირა მხარი კონფლიქტში, რომელსაც 13,200-მდე ადამიანი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG