Accessibility links

ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკზე“ ეხმაურება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნას.

„ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

70 მეხანძრე-მაშველი დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG