Accessibility links

აშშ-მა შეაჩერა ზოგიერთი სახეობის სამუშაო ვიზის გაცემა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც წლის ბოლომდე შეჩერდა უცხოელებისთვის ზოგიერთი სახეობის სამუშაო ვიზის გაცემა. მათ შორისაა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა ვიზები. აკრძალვა არ ეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და კვების მრეწველობის სფეროში დასაქმებულებს.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ვიზების გაცემის დროებით აკრძალვა სამუშაოთი უზრუნველყოფს ამერიკელებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩნენ. აშშ-ში უმუშევრობამ 13%-ს გადააჭარბა.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ზოგიერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის, მათ შორის Google-ის და Twitter-ის, ასევე, კონგრესის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. მათი განცხადებით, აშშ-ში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, განსაკუთრებით პროგრამისტების და ინჟინრების სერიოზული დეფიციტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG