Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 911-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 768.

23 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2662 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG