Accessibility links

გიორგი კახიანი: კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა შესაძლებელია


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაზე ჩაგდების შემთხვევაში ხელახალხი კენჭისყრა შესაძლებელი იქნება. მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ დადგება და ეს აჩვენა პირველმა შედეგმაც, როცა დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" ხმების გარეშე იყო შესაძლებელი.

"თეორიულად შესაძლოა, ეს კითხვა დაისვას, რომ რა მოხდება, თუ მეორე მოსმენით კანონი ჩავარდება, მაგრამ ეს კითხვა პრაქტიკაში არ დადგება... ისე, როგოც სხვა კანონების შემთხვევაში არის პროცედურა, რომ როცა ერთი მოსმენით კანონი ვერ გადის, სხვადასხვა პროცედურით შესაძლებელია მისი ხელმეორედ კენჭისყრაზე დაყენება", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კახიანმა.

დღეს, 23 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს, 21 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

ამავე თემაზე: კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე ნიშნავს, რომ არჩევნები არათავისუფალ გარემოში ჩატარდება - რომან გოცირიძე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG