Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოგიჩაიშვილი: "შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან"


ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, შეაჩერონ აჭარის ტელევიზიიდან ადამიანების მასობრივი დათხოვნის პროცესი.

„ბატონო არჩილ, გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენი ჩართულობა ამ პროცესში, ჩავიდეთ ბათუმში, დაველაპარაკოთ დაპირისპირებულ მხარეებს, ჩავრთოთ პროცესში აჭარის უზენაესი საბჭო, პროფკავშირები, რათა შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან, უზრუნველვყოთ აჭარის ტელევიზიის ნეიტრალიტეტი, რომ ის იყოს თავისუფალი და ემსახუროს გადასახადის გადამხდელებს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც ასევე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, იკოსროს შუამავლის როლი.

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტვ-ის ახალი მენეჯმენტი სამსახურიდან ათავისუფლებს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG