Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში დემონსტრანტებმა თეთრი სახლის მახლობლად ძეგლის წაქცევა სცადეს


დემონსტრანტები ცდილობენ აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის ენდრიუ ჯეკსონის ქანდაკების წაქცევას ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, ლაფაიეტის სკვერში, 2020 წლის 22 ივნისი
დემონსტრანტები ცდილობენ აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის ენდრიუ ჯეკსონის ქანდაკების წაქცევას ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, ლაფაიეტის სკვერში, 2020 წლის 22 ივნისი

22 ივნისის საღამოს აშშ-ის დედაქალაქში, თეთრი სახლის მახლობლად, ლაფაიეტის სკვერში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, დემოკრატიული პარტიის დამაარსებლის ენდრიუ ჯეკსონის ძეგლის წაქცევა სცადეს. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მხედრის ძეგლის პოსტამენტზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მიაწერეს, „მკვლელი“ და „არამზადა“. სააგენტო როიტერსი იტყობინება, რომ მცდელობა, ბაგირი გამოებათ ძეგლისთვის და წაექციათ, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს, თუმცა დაზიანდა მონუმენტის გარშემო არსებული ზარბაზნები და ბაღი. გავრცელებული ცნობით, დემონსტრანტებმა დააზიანეს ასევე წმინდა იოანეს სახელობის ეკლესიის ფასადი.

ტელეარხ Fox News-ს თავის საიტზე მოჰყავს მონაცემები, რომ არეალში შეტაკების დროს დაზიანდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებსაც დემონსტრანტებმა სხვადასხვა საგანი ესროლეს. დააკავეს ორი პირი.

USA Today-ს თანახმად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, რომელიც სახელმწიფოს პირველ პირებს იცავს, რაღაც მომენტში პრესის წარმომადგენლებს სთხოვა, დაეტოვებინათ თეთრი სახლი მათივე უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა ლაფაიეტის სკვერში რამდენიმე პირის დაკავების შესახებ და დაწერა, რომ მომხდარი „ვანდალიზმის სამარცხვინო აქტია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG