Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას ძალადობის მუხლი დაემატა


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თანახმად, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამჟამად ორი მუხლით მიმდინარეობს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს ძალადობის მუხლი დაემატა, ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განმარტებით, კვალიფიკაციის დამატება ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა განაპირობა.

"კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო ღონისძიებები და საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი სიტყვებით, გამოძიების ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ არ "იკვეთება გიორგი შაქარაშვილის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი".

70 მეხანძრე-მაშველი 19 წლის დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებდა, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება ცხედარს და აცხადებდა, რომ ამას შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG