Accessibility links

ირანი უკრაინის ჩამოგდებული თვითმფრინავის "შავ ყუთებს" საფრანგეთში გააგზავნის


ირანმა განაცხადა, რომ „მომავალ დღეებში“ საფრანგეთში გააგზავნის თავის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უკრაინის თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ შესწავლის მიზნით და გამოთქვა მზადყოფნა, მსხვერპლის ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს. ამის თაობაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განუცხადა სატელეფონო საუბრისას თავის კანადელ კოლეგას, ფრანსუა-ფილიპ შამპანს 22 ივნისს.
შამპანის თანახმად, ზარიფმა მას აღუთქვა, რომ ყუთები გაიგზავნება საფრანგეთში გადადების გარეშე.

კანადელმა მინისტრმა, რომელიც ირანისგან მუდამ მოითხოვდა მსხვერპლთა ოჯახების კომპენსირებას, ასევე განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, „ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკებში ჩაერთოს“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, თეირანმა კიევს განუცხადა, რომ მზად არის „მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები, ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ“ და ელოდება მეორე მხარის დელეგაციას.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი 752 ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 8 იანვარს. თვითმფრინავში მყოფი ყველა, 176 მგზავრი დაიღუპა. თეირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი „შეცდომით“ დაუშინეს.

ირანის შეიარაღებულ ძალებში, ტრაგედიის პერიოდში, უმაღლესი დონის განგაში იყო გამოცხადებული მას მერე, რაც ირანის ძალებმა რაკეტები დაუშინეს აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყში, რაც წარმოადგენდა შურისძიების იერიშს აშშ-ის დრონით ირანის მაღალი რანგის გენერლის მოკვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG