Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა განაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან"


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობის გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც საზოგადოების, ასევე 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე.

მამუკა მდინარაძემ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა და გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ კენჭისყრაში.

„მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას. ამ გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა განაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში"განმარტეს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს იმის გამო, რომ ბოლომდე არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება, რაც, მათი თქმით, ყველა პოლიტპატიმრის და მათ შორის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG