Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: „პუტინმა ოთახში გამიყვანა და ომით დამემუქრა“


მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი, 2004 წელი
მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი, 2004 წელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მას ომით ჯერ კიდევ 2006 წელს დაემუქრა.

„მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე [2006 წელს] პუტინმა რომელიღაც ბნელ ოთახში ცალკე გამიყვანა, ფრჩხილები მუხლში ჩამასო - საუბარი პირისპირ მიდიოდა - და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგ დავინახეთ, ის არ ხუმრობდა“, - აღნიშნა სააკაშვილმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში, რომელიც იუთუბის არხზე სრული სახით დღეს საღამოს გადაიცემა.

7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, რასაც საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება და კიევიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევა მოჰყვა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ ის განიხილავდა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესაძლებლობას, მაგრამ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციამ ამას მხარი არ დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG