Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი აღმოაჩნდა


ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფექციას მხოლოდ მათი შვილები გადაურჩნენ.

„ჩვენ მოვამზადეთ ტურნირი, როდესც ვირუსი შესუსტდა და გვეგონა, რომ ორგანიზაციისა ყველა პირობა შესრულდა. სამწუხაროდ, ვირუსი არ წასულა. ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ“, - დაწერა ჩოგბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო სერბეთსა და ხორვატიაში გამართული საჩვენებელი მატჩების სერიებში, რომელიც მის მიერ იყო ორგანიზებული და რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა.

საუბარია Adria Tour-ზე, რომელიც ჯოკოვიჩის მიერ იყო ორგანიზებული. ტურნირი დაიწყო ივნისის შუა რიცხვებში და ბალკანეთის ხუთ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, მათ შორის, სერბეთში.

მაგრამ ფინალური შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც ორ ჩოგბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG