Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაკარგულად ითვლება უკრაინის დასავლეთში, სადაც ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის 187 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 5 000-მდე საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობამ დაანგრია 90 ხიდი და საერთო ჯამში 110 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG