Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია


საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, ერთი კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

24 ივნისის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია სულ 914 შემთხვევა. მათგან 771 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

შესაბამისად, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 129 პაციენტს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი 23 ივნისს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყაროს კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მარინა ეზუგბაიას თქმით, „იმედია, პირველწყაროს დადგენა არ იქნება რთული“. ცნობილია, რომ ქალი თბილისში, დიდუბის ბაზრობაზე მუშაობდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით სერიოზულია, რადგან მძიმე პნევმონია აქვს და დაავადება პროგრესირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG