Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ღობეები გლდანის მეტროსთან მოქალაქეების ქაოსურად მოძრაობას შეუშლის ხელს


24 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა განაცხადა, რომ გლდანში, სადაც თითქმის დასრულდა საგზაო ონფრასტრუქტურული სამუშაოები, დარჩენილია მხოლოდ სამუშაოს მცირე დეტალები, რომელიც თვის ბოლოს დამთავრებული იქნება.

ამ დროისთვის დარჩენილია ტროტუარების მოწყობა, ავტობუსის გაჩერებების მონტაჟი და დახაზვითი სამუშაოები.

კალაძის განცხადებით, მეტრო ახმეტელთან ახალი ღობეები დამონტაჟდება, რაც ფეხით მოსიარულეების ქაოსურ მოძრაობას შეუშლის ხელს და ისინი ყველგან ვერ გადაჭრიან ქუჩას.

„იქ იქნება ზებრა გადასასვლელები, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ გზის გადაჭრა და ეს აღარ შეაფერხებს ავტომობილების ნაკადს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯა. იქ სამუშაოები წელიწადზე მეტია გრძელდება.

კალაძის განცხადებით, ბოლო ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკეშიც, ჭავჭავაძის გამზირზე და იქაც ძირითადი სამუშაო, მისი სიტყვებით, უახლოეს ხანებში დასრულდება. ზუსტი თარიღი თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG