Accessibility links

რეკრეაციული სივრცეები გლდანის ტბაზე და ვარკეთილის ხევში - კალაძემ ორი ახალი პროექტი დააანონსა


კახა კალაძე

თბილისი მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ერთი - სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევშია დაგეგმილი, მეორე კი, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვარკეთილის ხევში პარკის ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარია და ეს ადგილი, კალაძის თქმით, პარკის მოწყობის შემდეგ, აქტიური და პასიური დასვენების ზონებად უნდა დაიყოს.

თბილისის მერის ინფორმაციით, უკვე დასრულდა საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი. ხოლო პროექტი მზად ერთ თვეში უნდა იყოს და სამუშაოები დაიწყოს.

„იქ იქნება მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონები და ბავშვთა მოედნები, სპორტული მოედნები და ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ 24 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.

გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (სულ 37 ათასი კვადრატული მეტრი), თბილისი მერის განცხადებით, ასევე მუშავდება იქაურობის სარეკრეაციო ზონად ქცევის პროექტი.

„ამ პარკშიც ისეთი სივრცე უნდა გაკეთდეს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება დასვენება“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის ტბის გარშემო პარკის მოსაწყობი სამუშაოებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG