Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გადასახადს უზრდის მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს


Moscow, Russia - Russian President Vladimir Putin attends a wreath-laying ceremony at the Tomb of the Unknown Soldier, near the Kremlin during the national celebrations of the 'Defender of the Fatherland Day'
Moscow, Russia - Russian President Vladimir Putin attends a wreath-laying ceremony at the Tomb of the Unknown Soldier, near the Kremlin during the national celebrations of the 'Defender of the Fatherland Day'

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადი გაეზარდოთ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, როგორც ნაწილი კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლისა.

პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ივნისს, მოსახლეობის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში - ერთი კვირით ადრე მანამ, სანამ ქვეყანაში გაიმართება რეფერენდუმი კამათის საგნად ქცეულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც პუტინს გზას უხსნის ძალაუფლებაში 2036 წლამდე დასარჩენად.

პუტინის წინადადებით, გადასახადი 2 პროცენტული ერთეულით უნდა გაიზარდოს და 15 პროცენტს უნდა გაუტოლდეს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი აჭარბებს 5 მილიონ რუბლს, ანუ 72,700 ამერიკულ დოლარს. პუტინის თქმით, ეს ეროვნულ ხაზინას მოუტანს დამატებით 60 მილიარდ რუბლს (864.6 მილიონ ამერიკულ დოლარს). მისი განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება "მძიმე, იშვიათი დაავადებების" მქონე ბავშვების მკურნალობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG