Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის მეორე შემთხვევაა


კორონავირუსი აქვს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის კიდევ ერთ მცხოვრებს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მანამდე დაინფიცირებული ქალის სიძეა. შუახნის ქალს კორონავირუსი 23 ივნისს დაუდასტურდა.

„ამ დროისთვის დაუდგენელია, სიძეა ინფიცირების წყარო თუ სიდედრი. ამის დადასტურებას, ალბათ, თბილისს ვთხოვთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძიებულია შუახნის ქალის სამი კონტაქტი და მათგან ტესტირების პასუხი დადებითია მხოლოდ ერთ, სიძის შემთხვევაში.

დღეს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ სამიდან ორი შემთხვევა შემოტანილია, ერთი კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

საქართველოში კორონავირუსის 914 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 771 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG