Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი 0,25 ერთეულით მცირდება


საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში რამდენიმე ათეულ ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის 0,25 ერთეულით შემცირების შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 24 ივნისს იმსჯელა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,25 პროცენტით განისაზღვრა.

"შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები", - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების შესახებ ინფორმაცია სასესხო ხელშეკრულებაშია. მოქალაქეებს ამ დეტალის შესახებ ინფორმაცია ბანკთან კომუნიკაციითაც შეუძლიათ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG