Accessibility links

თამარ გაბუნია: არჩევნების დღისთვის არჩევნებში ჩართულ ადამიანებს ტესტირება არ ჩაუტარდებათ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს ტესტირება არ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში დაახლოებით 120 ათასი ადამიანი იქნება ჩართული, ტესტი ვალიდური კი 72 საათის განმავლობაშია. შესაბამისად, ტესტირება გამორიცხულია.

"ტექნიკურად, უბრალოდ, შეუძლებელია და ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ასეთი რაოდენობის ტესტების ჩატარებას - ამიტომ ჩვენ მივმართავთ [დაცვის] განსხვავებულ ფორმას", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე უბანზე კორონავირუსი დაუდასტურდება რომელიმე პირს, კომისია სრულად ჩანაცვლდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოთხ თვეში, 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ვერ ამბობენ, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება ამ დროს საქართველოში. ითქვა ისიც, რომ თუ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება, არჩევნების თარიღი გადაიწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG