Accessibility links

მონღოლეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


მონღოლეთის სახალხო პარტია ცდილობს, შეინარჩუნოს 65 ადგილი, რომელიც მან 2016 წელს მოიპოვა 76-ადგილიან „დიდ ხურალში“. მისი მთავარი მეტოქეა დემოკრატიული პარტია.

არჩევნებში 600-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს.

დიდი კონკურენციაა ურბანულ რეგიონებში, განსაკუთრებით დედაქალაქ ულან-ბატორში.

კენჭისყრა ადგილობრივი დროით 16 საათზე (თბილისის დროით 18 საათზე) დასრულდა.

არჩევნების შედეგები 25 ივნისს გახდება ცნობილი.

ჩინეთსა და რუსეთს შორის მდებარე 3,2-მილიონიანმა მონღოლეთმა 30 წლის განმავლობაში შეინარჩუნა დემოკრატიული ინსტიტუტები მას მერე, რაც 1992 წელს ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული კომუნისტური მმართველობის ექვსი ათწლეულის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG