Accessibility links

site logo site logo

საგანგებო პროკურატურამ კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის და "სხვებს" ასამდე ადამიანის მკვლელობის ბრალდება წარუდგინა


კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ (SPO) ნიდერლანდში 10-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინა კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის და „სხვებს“ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ, ბრალდების თანახმად, ჩაიდინეს კოსოვოს კონფლიქტის დროს 1998-99 წლებში.

SPO-მ 24 ივნისს ჰააგაში განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ თითქმის ასი მკვლელობისთვის“, ასევე „ადამიანების ძალადობრივი გაუჩინარების, დევნისა და წამებისთვის“.

პროკურატურის თანახმად, დანაშაულებები ჩადენილია „ასობით ცნობილი მსხვერპლის“ - კოსოვოელი ალბანელების, სერბების, ბოშებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების, ასევე პოლიტიკური ოპონენტების - მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG