Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფედერალურ მოსამართლეს მიეცა განკარგულება, შეწყვიტოს სასამართლო საქმე მაიკლ ფლინის წინააღმდეგ


მაიკლ ფლინი
მაიკლ ფლინი

აშშ-ის ფედერალურ მოსამართლეს მიეცა განკარგულება, შეწყვიტოს სასამართლო საქმე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ, რომელსაც FBI-ისთვის ტყუილის თქმაში ედება ბრალი.

ვაშინგტონის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა ფლინისა და ტრამპის ადმინისტრაციის სასარგებლოდ და საოლქო მოსამართლე ემეტ სალივენს არ მისცა იმის გადაწყვეტის უფლება, დააკმაყოფილოს თუ არა იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა ფლინის გამართლების თაობაზე, რომელმაც ადრე ორჯერ აღიარა დანაშაული.

ეს გადაწყვეტილება სალივენს საშუალებას არ აძლევს, 16 ივლისს ფლინის ბრალდებების მოხსნის წინააღმდეგ არგუმენტები მოისმინოს ჯონ გლივანისგან, რომელსაც მან „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსი მიანიჭა.

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი ტრამპის ყოფილ თანაშემწეთაგან ერთ-ერთია, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების საფუძველზე. მიულერის გამოძიების ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს.

ფლინმა ორჯერ აღიარა, რომ ტყუილი უთხრა FBI-ს აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან კავშირების შესახებ. მოგვიანებით ფლინმა ადვოკატები შეიცვალა, FBI დაადანაშაულა მახეში მის გაბმაში და მოითხოვა, რომ გაუქმდეს მის მიმართ ბრალდებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG