Accessibility links

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ ჩოგბურთელებში კორონავირუსის გავრცელება გრიგორ დიმიტროვს დააბრალა


ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის სრჯან ჯოკოვიჩის განცხადებით, გასულ უქმეებზე, ხორვატიის ქალაქ ზადარში გამართულ საჩვენებელ ტურნირზე, ჩოგბურთელების COVID-19-ით დაინფიცირების მიზეზი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გახდა.

„დიმიტროვს ხორვატიაში კორონავირუსზე ტესტირება არ გაუვლია. ტურნირზე უკვე დაინფიცირებული ჩამოვიდა და სხვებსაც გადასდო. მან დიდი დარტყმა მიაყენა ხორვატიას, სერბეთს და ჩვენს ოჯახს“ - უთხრა სრჯან ჯოკოვიჩმა Tennis World USA-ს.

ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებული საჩვენებელი ტურნირის მეორე ეტაპი ხორვატიაში 20-21 ივნისს გაიმართა, მაგრამ ფინალის წინ შეწყდა, რადგან შეჯიბრების ერთ-ერთმა მონაწილემ - გრიგორ დიმიტროვმა გაავრცელა განცხადება, რომ მისმა კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მალევე, COVID-19 დაუდასტურდათ იმავე ტურნირის მონაწილეებს: ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და სერბ ვიქტორ ტროიცკის. 23 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი მეუღლეც დაინფიცირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG