Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ისევ 3 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 917-მდე გაიზარდა. 3-3 ახალი შემთხვევა იყო 23 და 24 ივნისსაც.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 5 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 776-ია.

25 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2744 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 258.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG