Accessibility links

500-მდე დევნილ ოჯახს ახალ ბინას გადასცემენ ან არსებულს დაუკანონებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღეს, 25 ივნისს 496 დევნილ ოჯახს ბინას გადასცემს ან არსებულ საცხოვრებელ ფართს დაუკანონებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელება დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით. წლის ბოლომდე ჩვენ კიდევ რამდენიმე დადგენილება გვექნება, რომელიც შეეხება, დაახლოებით, 500 დევნილ ოჯახს საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ დეველოპერული კომპანიების დახმარების პროგრამის პრეზენტაციაც გამართა. გახარიას თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რათა 1 800-მა დევნილმა ოჯახმა 3 წლით ადრე მიიღოს ბინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG