Accessibility links

ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია "ფორმულაზე" გადაცემას იწყებენ


ტელეწამყვანები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია "ფორმულაზე" გადაცემას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად ჟიჟილაშვილმა დაუდასტურა.

როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, გადაცემას კვლავ "პოლიტმეტრი" ერქმევა და იგივე გუნდი მოამზადებს. მაყურებელს მისი ყურება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 21 საათზე შეეძლება. პირველი გადაცემა 3 ივლისს გავა ეთერში.

სანაიამ და ჟიჟილაშვილმა "TV პირველი" დაახლოებით 10 დღის წინ დატოვეს. მათი ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა არხზე ახალი მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის მისვლას. მელაძე მანამდე "მთავარ არხში" მუშაობდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მისი "TV პირველზე" გადასვლის შემდეგ კი ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის ჩამოცილდა. მიზეზი "ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევა" იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG