Accessibility links

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა ვაშინგტონში სერბეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე გამგზავრება


კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ხვდება ახალ პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ავდულა ჰოტიმ გააუქმა თავისი მონაწილეობა აშშ-ის შუამავლობით სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან 27 ივნისისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება თეთრ სახლში.

გადწყვეტილება მიიღეს მას მერე, რაც ჰააგის კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ (SPO) ნიდერლანდში 10-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინა კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კადრი ვესელის, ასეე „სხვებს“ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ, ბრალდების თანახმად, ჩაიდინეს კოსოვოს კონფლიქტის დროს 1998-99 წლებში.

ჰოტიმ ტვიტერით დაწერა, რომ აქედან გამომდინარე, უნდა დავბრუნდე სამშობლოში და ვითარებაში გავერკვეო. ჰოტი ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა სერბეთის და მისი ყოფილი ოლქის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავდა მიზნად.

ტაჩის ოფისმა განაცხადა 24 ივნისს, როცა პროკურატურის განცხადება გამოქვეყნდა, რომ კოსოვოს პრეზიდენტი აუქმებს დაგეგმილ ვიზიტს აშშ-ში და კოსოვოსში ბრუნდება 25 ივნისს.

ჰოტის ოფისის თანახმად, ის მაინც აპირებდა 25 ივნისს შეხვედროდა ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელს, სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების ევროუკომისარს, ოლივერ ვარჰეის, ასევე ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკელისტერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG