Accessibility links

წინასწარი ინფორმაციით, თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხეს ფესვები ჰქონდა დაზიანებული


თბილისის მერიის პრესსამსახურის თანახმად, თამარაშვილის ქუჩაზე 24 ივნისს წაქცეული ხე მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს. პირველადი დათვალიერებით, ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ხეს ფესვები უზიანდებოდა, რამაც მისი ადგილიდან დაძვრა გამოიწვია.

„პირველადი დათვალიერებით, რომელსაც, ბუნებრივია შემდგომი კვლევა სჭირდება, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა, ჩვენი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, სავარაუდოდ ხე, რომელიც საკმაოდ ხნოვანია, დაახლოებით 60 წლის არის. წლების განმავლობაში მას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს უზიანდებოდა ფესვთა სისტემა და ის ემყარებოდა ერთადერთ ცოცხალ ფესვს , რომლის ქვეშ მიწის გამოცლის შედეგად მოხდა ხის ადგილიდან დაძვრა. ასევე, ხეს გულში შეენიშნება ლპობის ნიშნები, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს მას უზიანდებოდა ფესვები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჭადრის ხის წაქცევასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დამატებითი კვლევები ჩატარდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

24 ივნისის თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე წაქცეული ხე ავტომანქანას დაეცა. საგანგებო სიტუაცის მიერთვის სამსახურის თანახმად ხემ ორი ავტომობილი დააზიანა, მსუბუქად დაშავდა ერთი ავტომობილის მძღოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG