Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HBO Max-მა სტრიმინგში დააბრუნა რეჟისორ ვიქტორ ფლემინგის ფილმი „ქარწაღებულები“


ვიდეოსტრიმინგის სერვისმა HBO Max-მა თავისი ფილმების სიაში დააბრუნა რეჟისორ ვიქტორ ფლემინგის მხატვრული ფილმი „ქარწაღებულები“. მარგარეტ მიჩელის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი 1939 წელს გამოვიდა. ივნისის დამდეგს ფილმს შეუწყვიტეს პირდაპირი წვდომა. HBO-ს წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ფილმი შეიცავს რასობრივ სტერეოტიპებს, რომლებიც გავრცელებული იყო აშშ-ის საზოგადოებაში.

სტრიმინგის პლატფორმაზე ფილმი დააბრუნეს კომენტარებით ისტორიული კონტექსტის შესახებ. ფილმის დაწყებამდე მაყურებელი ნახავს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ჟაკლინ სტუარტის გამოსვლას. ვიდეოკლიპში ის ამბობს, რომ ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ფილმი. მაგრამ სურათი პროტესტს იწვევდა კონფედერაციის რომანტიზაციისა და შავკანიანი პერსონაჟების სტერეოტიპული სახეების გამო.

რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემებზე დისკუსია მაისის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. ამის შემდეგ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა რასიზმისა და პოლიციის სასტიკი მოქმედებების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG