Accessibility links

აშშ-ში ახალი ბრალდება წაუყენეს ვებსაიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს


აშშ-ში ახალი ბრალდება წაუყენეს ვებსაიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

ავსტრალიის მოქალაქე ჯულიან ასანჟი ეჭვმიტანილია „აშშ-ის ისტორიაში საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქურდობაში“. ახალი ბრალდება არ შეიცავს მონაცემებს ახალი დანაშაულებების შესახებ, მაგრამ ის აფართოებს გარიგების მასშტაბს, აცხადებს სამინისტრო. საქმე ეხება ასანჟის სავარაუდო გარიგებას ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-თან.

ვაშინგტონი ასანჟს ბრალს სდებს მთავრობის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაში, პენტაგონის საიდუმლო ინფორმაციის მოპარვასა და შანტაჟში. მას 175 წლით პატიმრობა ემუქრება. თავად ასანჟი უარყოფს ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG