Accessibility links

მერაბ ტურავას თქმით, მისი არჩევის პარალელურად აქციის გამართვა დემოკრატიულ პროცესზე მიუთითებს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ მისი არჩევის პარალელურად აქცია დემოკრატიულ პროცესზე მიუთითებს. ამის შესახებ მან ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველივე ბრიფინგზე განაცხადა.

"ის, რომ აქცია იმართება და აზრის გამოხატვა ხდება როგორც მხარდამჭერი, ასევე საწინააღმდეგო, ეს არის დემოკრატიის გამოხატულება ყველა საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოში. ნებისმიერ თანამდებობაზე პირის არჩევა უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის ფონზე", - თქვა ტურავამ.

ტურავას არჩევის პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან პარტია "ლელო საქართველოსთვის" პარტიის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ტურავა სასამართლო კლანის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG