Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურღულიას, აბაშიძეს, მძინარაშვილსა და შონავას საზოგადობრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე უყრიან კენჭს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხ პირს - გია მურღულიას, ზაზა აბაშიძეს, დოდო შონავასა და ბონდო მძინარაშვილს უყრიან კენჭს. მათი კანდიდატურა უმრავლესობამ და უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა შეარჩიეს. სწორედ მათი კვოტით არჩეულ პირებს ამოეწურათ უფლებამოსილების ვადა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გია მურღულიას კანდიდატურას კენჭისყრაზე "ქართული ოცნება" გაიყვანს, დანარჩენს სამს კი უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატები. "ოპოზიციის კვოტით" კანდიდატის დასახელება უმრავლესობას მიღმა დარჩენილი დეპუტატების მინიმუმ 1/4-ს (16 დეპუტატს) შეუძლია.

როგორც რადიო თავისუფლებას "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა მას და მის რამდენიმე თანაგუნდელს კიდევ ერთი კანდიდატის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის დასახელება უნდოდათ, თუმცა გადამწყვეტი გია ბუკიას ხმა იყო, რომელმაც ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

საქართველოს კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის ასარჩევად დეპუტატთა ნახევარზე მეტის, მინიმუმ 76-ის ხმა არის საჭირო. თუ კენჭისყრაზე მეურვეს ვერ აირჩევენ, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებს პარლამენტარები ხელახლა დაასახელებენ. ამ შემთხევაში მეურვე ხდება ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე პირი, თუმცა საჭიროა ხმების მინიმალური რაოდენობა (51).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG