Accessibility links

ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსეთს და პოლონეთს ბრალი დასდო, რომ ისინი "ერევიან" მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსეთი და პოლონეთი დაადანაშაულა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ჩარევაში“.

25 ივნისს Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ლუკაშენკამ, რომელიც მეექვსე ვადით არჩევნებში თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, აქტივისტებს ბრალი დასდო ინტერნეტში ტყუილების გავრცელებაში, რათა სახელი გაუტეხონ მასა და მისი ოჯახის წევრებს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„ცხადია, მათ უკან სხვები დგანან, ვის მიერაც იმართებიან. ისინი ჩვენ ორივე მხარეს არიან. ისინი ცხოვრობენ პოლონეთშიც და ტალახს გვესვრიან რუსეთიდანაც,“ დაწერა ლუკაშენკამ.

ბელარუსის პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე, ვიქტარ ბაბარიკა.

25 ივნისს პოლიციამ ცნობილი ონლაინ ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი დააკავა მისი ბინის გაჩხრეკის შემდეგ. ლოსიკი, რომელიც რადიო თავისუფლების კონსულტანტიცაა მედის ტექნოლოგიებში, ადმინისტრატორია Telegram-ის არხისა, „ენცეფალონის ბელარუსი“.

არხი, რომელსაც 167 ათასი ხელმომწერი ჰყავს, აქტიურად აშუქებდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში ლუკაშენკას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG