Accessibility links

500-ზე მეტი ლიდერი გამოდის დემოკრატიის დაცვის მოწოდებით


„დღეს NDI ამაყობს იმით, რომ უერთდება 500-ზე მეტ პოლიტიკოსს, სამოქალაქო ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატსა და პროდემოკრატიულ ინსტიტუტს, რომლებიც ხელს აწერენ ღია წერილს იმის თაობაზე გაფრთხილების შესახებ, რომ თავისუფლებები, რომლებსაც ვაფასებთ, საფრთხის ქვეშაა მთავრობების მხრიდან, რომლებიც პანდემიას საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებენ.“

ორგანიზაციის თანახმად, პანდემია დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მთავრობებმა შემოიკრიბეს საგანგებო ძალაუფლება, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და აძლიერებს სახელმწიფოს მიერ თვალთვალს, ხშირად ხდება სამართლებრივი შეზღუდვების უგულებელყოფა.

„მოწოდება დემოკრატიის დასაცავად“ თავს უყრის 73 დემოკრატიულ ინსტიტუტს, 13 ნობელის პრემიის ლაურეატს და 62 ყოფილ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს, ასევე პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, რომლებმაც გამაფრთხილებელი განცხადებით მიმართეს მსოფლიოს.

„წერილის მიზანია ყურადღების გამახვილება და მოქალაქეთა და პოლიტიკაში ჩაბმული ძალების მობილიზება დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გლობალურ კრიზისთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი სისტემა, ისე, რომ ის ამავე დროს იცავს მოქალაქეთა უფლებებს, განსაკუთრებით - უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფებისა,“ ვკითხულობთ NDI-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG