Accessibility links

საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

დებატებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ ბოიკოტს დროებით წყვეტენ და სხდომას დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

პრემიერ-მინისტრის მოხსენება შედგება 4 ძირითადი ნაწილისგან - უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG