Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა და 4 გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 919-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. 919 ინფიცირებულიდან უკვე გამოჯანმრთელებულია 780.

26 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2687 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG