Accessibility links

სომხეთში ერთ დღეში 759-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


ფრანგ ექიმთა მისია სომხეთში

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანახმად, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით დაავადებული 759 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანობაში ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ს ემსხვერპლა 410 ადამიანი. 23 347 დაინფიცირებულიდან განიკურნა ნახევარზე მეტი, 12 149 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მათ შეშფოთებას იწვევს კორონავირუსის მატების ტენდენცია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლოდოვასა და უკრაინაში.

ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციის შემთხვევებმა მსოფლიოში 9,6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა 489 ათასი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG