Accessibility links

„მწარე გამოცდილება გვაქვს“ - გახარია დარწმუნებულია, შაქარაშვილის საქმეზე კითხვები არ დარჩება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას უპასუხა გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის დავით შაქარაშვილის საქმის შესახებ შეკითხვას.

„ცხელი თემაა. იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი, ვისაც გამოძიებასთან არ აქვს კავშირი... ჯერჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე ახლა, რომ სწრაფი, ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვები აქ არ დარჩება, არ დავტოვებთ. მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ.

დღეს, 26 ივნისს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG