Accessibility links

ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთებზე მუშაობას საფრანგეთში მომავალ თვეში დაიწყებენ


საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ანალიზის და გამოძიებს ბიუროს, BES-ის, თანახმად, უკრაინის ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავი ყუთების“ „ტექნიკურ დამუშავებას“ ივლისში დაიწყებენ.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი 752-ის ეკიპაჟის საუბრების და თვითმფრინავის მონაცემთა ჩამწერების გარშემო საერთაშორისო დავა მიმდინარეობდა მას მერე, რაც თვითმფრინავი, ირანში, 8 იანვარს ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.

კიევში მიმავალი თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. თეირანმა მოგვიანებით აღიარა, რომ „ჩამოგდება“ შეცდომა იყო.
ირანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ შავ ყუთებს მალე გააგზავნიდა საფრანგეთში.

BEA-ი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც თვითმფრინავების ჩამწერების გაშიფვრის წამყვანი უწყება, იტყობინება, რომ ირანმა მას „ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა“. BEA-ი დასძენს, რომ უსაფრთხოების გამოძიებას უძღვება ირანი.

კანადის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს თანახმად, ის აგზავნის გამომძიებლების თავის ჯგუფს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შავი ყუთების მონაცემთა ჩამოტვირთვაში. მოელიან, რომ ჩამწერები შეიცავენ ინფორმაციას ბოლო მომენტის შესახებ, სანამ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.

დაღუპული 176 ადამიანიდან 82 ირანელი იყო და 63 კანადელი, რომელთა უმეტესობა ირანული წარმოშობისა იყვნენ.

ირანის შეიარაღებულ ძალებში, ტრაგედიის პერიოდში, უმაღლესი დონის განგაში იყო გამოცხადებული მას მერე, რაც ირანის ძალებმა რაკეტები დაუშინეს აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყში, რაც წარმოადგენდა შურისძიების იერიშს აშშ-ის დრონით ირანის მაღალი რანგის გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG