Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის აეროპორტში მგზავრებს კოვიდ-19-ზე ტესტირებას სთავაზობენ


ტესტირების ახალ სამსახური სთავაზობენ პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტში ჩამოსულ ან პრაღიდან პრობლემურ ქვეყნებში მიმავალ მგზავრებს. ჩეხეთის მედიის თანახმად, ეს არის უსაფრთხო გზა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ კოვიდ-19-ი და შესაბამისად, შემცირდეს ინფექციის გავრცელება.

ცნობაში მოყვანილია კონკრეტული არეალები პრაღის აეროპორტის ორივე, პირველ და მეორე ტერმინალში, სადაც სულ სამი ადგილია ტესტირებისთვის. ერთია დერეფანი ორ ტერმინალს შორს, რომელიც მოემსახურება მგზავრებს, რომლებიც ჩეხეთიდან მიემგზავრებიან და მათი მგზავრობის ბოლო პუნქტისთვის ესაჭიროებათ ცნობა, რომ არ არიან ინფიცირებული. ამავე დროს ორივე ტერმინალში მოწყობილია ორი პუნქტი ტესტირებისთვის. მგზავრებს შეუძლიათ ტესტი გაიკეთონ აეროპორტში დილის 4 საათიდან შუაღამემდე.

კოვიდ-19-ის სტანდარტული, RT-PCR-ი, სტანდარტული ტესტის საფასური 1 750 ჩეხური კრონი, ან 65 ევროა. ტესტზე სწრაფი, სამ საათში პასუხის მსურველომა პირებმა უნდა გადაიხადონ 7500 კრონია, ანუ 280 ევრო. ვისაც სურს, რომ ტესტზე პასუხი ექიმმა დაადასტუროს, დამატებით 550 კრონს, ან 20 ევროს გადაახდევინებენ.

ტესტირებისთვის იქნება ცოცხალი რიგი, მაგრამ მათ, ვისაც წინასწარ სურთ დაჯავშნა, შეუძლიათ დარეკონ აეროპორტში ან გაგზავნონ ელექტრონული წერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG