Accessibility links

ხაზარაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: მე წავედი კულუარულ გარიგებაზე


"თიბისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლა უკვე "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ წლების წინ, როცა მან ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა, მასთან კულუარულ გარიგებაზე წავიდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

ხაზარაძემ თქვა, რომ მისი საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეს განხილვას ემთხვეოდა. პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ მაშინ ორი კომპანიის მსგავსი დავა ქვეყანაში "ცუდი პრეცენდენტი იქნებოდა".

"მე წავედი კულუარულ გარიგებაზე... როცა ადამიანი მოდის უმრავლესობით, არის მმართველი პარტიის ლიდერი, არის ყოფილი ბიზნესმენი და ამბობს, რომ ბიჭებო, რათ გინდათ დავა, მოდით, ეს თემა დავამთავროთ, ამაში, ერთი მხრივ, ცუდი არაფერი არ არის, მით უმეტეს თუ მორიგების ინსტიტუცია არსებობს, საბოლოო ჯამში. ჩემთვის მისაღები იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ ეს მერე არ გაგრძელებულიყო", - თქვა ხაზარაძემ და დასძინა, იქ მთავარი პროკურორის ყოფნით მიხვდა, "იქ არ მოხვდა, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი".

"თიბისი ბანკის" ირგვლივ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია გასული წლის იანვარში გავრცელდა. მაშინ საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში დამფუძნებლები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმეზე ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ფულის გათეთრების მუხლით გასული წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ გამოძიება 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG