Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროცედურა დილიდან დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. ბრალის წაყენების შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.

შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG