Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე გორის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს


მოქალაქე ვალერი ტეტუნაშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მოქალაქე ჰყვება, რომ გორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა უსაფუძვლოდ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, მედიასაშუალებებისთვის კი დღეს გახდა ცნობილი.

"ფიზიკურად გამისწორდა [პოლიციელი] სამმართველოს წინ და შიგნით სამორიგეოში ორჯერ დამახეთქა თავით. იქ გონება დავკარგე, ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღე დაცემის შედეგად. როგორ მცემა, დღემდე ჩემთვის წარმოუდგენელია", - ამბობს მოქალაქე "TV პირველთან" საუბრისას.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. პოლიციელის წინააღმდეგ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით სამართალდამცავის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG