Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალური პროკურორი „ანტისამთავრობო ექსტრემისტებთან“ საბრძოლველად ოპერატიულ ჯგუფს ქმნის


აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განკარგულება გასცა, შეიქმნას ოპერატიული ჯგუფი იმ „ანტისამთავრობო ექსტრემისტებთან“ საბრძოლველად, რომლებიც ძალადობდნენ მთელ ქვეყანაში პოლიციის ძალადობრივი ქმედებისა და რასიზმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს.

პროკურორებისა და სამართალდამცველებისთვის მიწერილ მემორანდუმში, 26 ივნისს, ბარი აცხადებს, რომ ზოგიერთი ექსტრემისტი მონაწილეობდა ძალადობის გაუმართლებელ აქციებში, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ.

„კანონის საწინააღმდეგო სხვა ქმედების გარდა, ექსტრემისტები ძალადობრივად ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და მთავრობის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს, ანადგურებდნენ პირად საკუთრებას, ემუქრებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს“, წერს ბარი. „მართალია, ექსტრემისტები სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოადგენენ, ისინი გაერთიანებული არიან დემოკრატიული საზოგადოების კონსტიტუციური ფასეულობების იმ საფუძვლების წინააღმდეგ, რომლებსაც კანონი მართავს... ზოგიერთები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს თავისუფლების და პროგრესის ლოზუნგებს ქადაგებენ, მაგრამ სინამდვილეში ანარქიის, განადგურების და იძულების ძალებს წარმოადგენენ“, აცხადებს აშშ-ის გენერალური პროკურორი.

ბარმა საგანგებოდ გამოყო ანტისამთავრობო მოძრაობა, რომელიც „ბუგალუს“ სახელით არის ცნობილი და მემარცხენე ანტიფა.

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა აფრიკელ-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ. ინციდენტი მოხდა მინეაპოლისში, 25 მაისს, როცა პოლიციის მიერ დაკავებული ფლოიდი პოლიციელის მიერ კისერზე მუხლის დაჭერის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ბევრი საპროტესტო გამოსვლა მშვიდობიანი იყო, არაერთი დემონსტრაციის დროს მოხდა ძალადობა და საკუთრების დაზიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG