Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩომ ლგბტქ თემის ფერადი დროშა გამოფინა


ლგბტ-აქტივისტის დაკავება მოსკოვში პოლიციის მიერ
ლგბტ-აქტივისტის დაკავება მოსკოვში პოლიციის მიერ

რუსეთის დედაქალაქში ბრიტანეთის საელჩომ ფერადი დროშა გამოფინა ლგბტქ თემის წარმომადგენლების მხარდაჭერის, მათი უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის ნიშნად.

ამის თაობაზე ცნობა გავრცელდა დიპლომატიური მისიის ტელეგრამის ოფიციალურ არხზე.

ბრიტანეთის, აშშ-ის, ახალი ზელანდიის, კანადისა და ავსტრალიის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტქ თემის წარმომადგენელთა უფლებები.

„ტაშს ვუკრავთ ლგბტქ თემის აქტივისტებს და მათ მომხრეებს, რომლებიც იმისთვის მუშაობენ, რომ თითოეულ ადამიანს, მისი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის მიუხედავად, იცავდეს კანონი“.

დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია იმ მხრივ, რომ „ისინი ყველა ადამიანს და სრულად აქვს“.

ამ კვირაში ლგბტქ თემის მიმართ სოლიდარობის დროშა გამოფინა აშშ-ის საელჩომ მოსკოვში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG