Accessibility links

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17-ვე პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს.

უწყებაში სხვა დეტალებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ. ბრალის წაყენების შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.

შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG